თვითშეფასება

რვა კლინიკური კეისი

ანონიმურია და პასუხები არსად არ ინახება თქვენს სახელთან ერთად. ყოველი კითხვის შემდეგ იხსნება განმარტება. სულ დაახლოებით ხუთი წუთი.

  1. კითხვა 1 / 8

    62 წლის ქალი. ტკივილი საზარდულში, ძლიერდება სიარულზე, დასვენება უკლებს. ამბობს, რომ ბოლო ერთი წელია წინდას დამოუკიდებლად ვეღარ იცვამს.

    თქვენი პირველი ნაბიჯი?

    თქვენი პირველი ნაბიჯი?
  2. კითხვა 2 / 8

    34 წლის მამაკაცი. ტკივილი დუნდულოებში, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. დილით დაახლოებით ერთი საათი შებოჭილია. ვარჯიშის შემდეგ უმჯობესდება, დასვენებაზე უარესდება. ღამის მეორე ნახევარში ტკივილით იღვიძებს.

    ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი და ქმედება?

    ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი და ქმედება?
  3. კითხვა 3 / 8

    58 წლის პაციენტი ჩივის მუხლის ტკივილზე. მუხლის რენტგენი პრაქტიკულად ნორმაა. მუხლის გასინჯვაზე გამონაჟონი არ არის, მოძრაობა სრული, ლიგამენტური ტესტები უარყოფითი.

    რას შეამოწმებთ შემდეგ?

    რას შეამოწმებთ შემდეგ?
  4. კითხვა 4 / 8

    რომელია მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის ყველაზე ადრეული კლინიკური ნიშანი?

    რომელია მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის ყველაზე ადრეული კლინიკური ნიშანი?
  5. კითხვა 5 / 8

    45 წლის ქალი. ტკივილი მარჯვენა ბარძაყის გარეთა მხარეს. მარჯვენა გვერდზე ვერ წევს და ღამით ტკივილით იღვიძებს. დიდ ციბრუტზე თითის დაჭერით მკვეთრი ლოკალური მტკივნეულობაა. სახსრის მოძრაობა და როტაცია სრული და უმტკივნეულოა.

    ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?

    ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
  6. კითხვა 6 / 8

    მარჯვენა სახსრის ართროზის მქონე პაციენტს ურჩევთ ჯოხს. რომელ ხელში უნდა ეჭიროს?

    მარჯვენა სახსრის ართროზის მქონე პაციენტს ურჩევთ ჯოხს. რომელ ხელში უნდა ეჭიროს?
  7. კითხვა 7 / 8

    38 წლის მამაკაცი. ძლიერი ტკივილი საზარდულში, დაიწყო შედარებით მოულოდნელად, დაახლოებით სამი თვის წინ. ანამნეზში ხანგრძლივი გლუკოკორტიკოიდული თერაპიაა. მენჯის რენტგენზე სასახსრე ნაპრალი შენარჩუნებულია, აშკარა ცვლილებები არ ჩანს.

    თქვენი ქმედება?

    თქვენი ქმედება?
  8. კითხვა 8 / 8

    55 წლის პაციენტი. ტკივილი იწყება წელში, ჩადის დუნდულოში და ბარძაყის უკანა ზედაპირზე, აღწევს წვივამდე. აღნიშნავს დაბუჟებას ტერფის გარე ზედაპირზე. ხველებაზე ტკივილი ძლიერდება. სახსრის შიდა როტაცია თავისუფალი და უმტკივნეულოა.

    სად არის პრობლემა?

    სად არის პრობლემა?