ორთოპედ-ტრავმატოლოგი · ბათუმი
მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლება წინა მიდგომით
მიხეილ მიქელაძე, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლებით ქირურგიაზე.
12+
წელი პრაქტიკაში
2000+
ოპერაცია
3
საერთაშორისო ფელოუშიფი
- ფელოუშიფები: აშშ · 2024 და 2025, ევროპა · 2026
- საერთაშორისო გრანტები: Ronald Burkle Fellowship, EAHM Travelling Fellowship
- აღიარება: Med Award 2025
- კვლევა: ნიუ ვიჟენის დოქტორანტი


ერთ სურათზე ორივე განაკვეთია, საჩვენებლად დააჭირეთ ღილაკს.
განაკვეთი მოკლეა და საზარდულის ბუნებრივ ნაკეცში წინა ზედაპირზე გადის. ქირურგი კუნთებს შორის გადის და ბოჭკოები არ იკვეთება.
კლასიკური განაკვეთი გრძელია და ბარძაყის გვერდითა ზედაპირზე გადის. ამ დროს კუნთები იკვეთება და შემდეგ იკერება.
გამოსახულება საილუსტრაციოა. განაკვეთის ზუსტი ადგილი და ზომა ინდივიდუალურია.
საიდან დავიწყოთ
გაწუხებთ მენჯ-ბარძაყის ტკივილი?
პაციენტების უმეტესობა ექიმთან მაშინ მოდის, როცა ჯერ ოპერაციაზე არ ფიქრობს. სამი კითხვა, საიდანაც ღირს დაწყება.
- 01
რა არის ართროზი
როგორ განილევა ხრტილი, რატომ ჩნდება ტკივილი საზარდულში და არა ბარძაყში, და როგორ ვცნობთ პირველ ნიშნებს.
წაკითხვა - 02
მკურნალობის გზები
წონიდან და ვარჯიშიდან ინექციურ თერაპიამდე. რას აღწევს კონსერვატიული მკურნალობა და რას ვერ აღწევს.
წაკითხვა - 03
როდის საჭიროებს ოპერაციას
რომელი ნიშნები მიუთითებს, რომ ენდოპროთეზირების დრო დგება, და რატომ აქვს მნიშვნელობა დროულობას.
წაკითხვა
პოზიცია
ოპერაცია ყოველთვის საჭირო არ არის
ქირურგიულ ჩარევას ვუყურებ როგორც მკურნალობის უკიდურეს ფორმას. ჩემი მიზანი ოპერაციების კეთება არ არის. ჩემი მიზანი ადამიანების დახმარებაა, ხოლო ქირურგია ერთ-ერთი იარაღია.
პაციენტების ნაწილს ოპერაცია ჯერ არ სჭირდება. კონსერვატიული მკურნალობა, ანუ წონის კონტროლი და დატვირთვის სწორი განაწილება, ფიზიოთერაპია და სავარჯიშოები, მედიკამენტოზური და ინექციური თერაპია, ამცირებს ტკივილს, ანელებს პროგრესირებას და ზოგჯერ წლებით გადადებს ოპერაციას.
ამავე დროს, ტკივილის უგულებელყოფაც არ ღირს. რაც უფრო დიდხანს ელოდებით, მით უფრო იცვლება სიარულის მანერა, ზიანდება სხვა სახსრები და უარესდება ძილი. ნუ იცდით, მაგრამ ნურც იჩქარებთ ოპერაციას. ექიმთან მისვლა ოპერაციას არ ნიშნავს.
თუ კონსულტაციიდან იმ დასკვნით წახვალთ, რომ ოპერაცია ჯერ არ გჭირდებათ, ეს ჩემთვის წარმატებული შედეგია.
მკურნალობის გზებიმეთოდი
წინა მიდგომა
წინა მიდგომა ნიშნავს, რომ სახსართან მისვლა ხდება წინიდან, კუნთებს შორის არსებულ ბუნებრივ სივრცეში. სამივე მიდგომას, უკანას, გვერდითს და წინას, თავისი უპირატესობა აქვს. აი, რატომ ვირჩევ მე ამ ერთს.
კუნთები არ იჭრება, არამედ განზე იწევა
ქირურგი გადის კუნთებს შორის არსებულ ბუნებრივ სივრცეში. კუნთის ბოჭკოები არ იკვეთება და არ იკერება, რაც ნაკლებ ტრავმას და უფრო მოკლე რეაბილიტაციას ნიშნავს.
განაკვეთი კანის ბუნებრივ ნაკეცში
ბიკინის განაკვეთი ჰორიზონტალურია და კანის ნაკეცის მიმართულებას მიჰყვება. ეს აუმჯობესებს შეხორცებას და ნაწიბური დროთა განმავლობაში ნაკლებად შესამჩნევია.
ფეხზე დგომა ოპერაციის დღესვე
პაციენტების უმეტესობა გააქტიურებას ოპერაციიდან რამდენიმე საათში იწყებს. გაწერა ჩვეულებრივ მაქსიმუმ ორ დღეში ხდება, ძირითად შემთხვევებში დრენაჟისა და შეხვევების გარეშე.
ტექნოლოგია მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის
ვოპერირებ ქირურგიულ სკაფანდრებში, რომლებიც ბრიგადასა და ღია ჭრილობას შორის დამატებით ბარიერს ქმნის, და ვიყენებ ამერიკულ STERIS ARCH ფეხის პოზიციონერს. ორივე სისტემა საქართველოში პირველად ჩემს პრაქტიკაში დაინერგა.
ექიმი
ვინ ვარ
ვმუშაობ BAU International Hospital-ში, ბათუმში. ვსპეციალიზირდები მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირებაში წინა მიდგომით, ბიკინის განაკვეთით.
ვარ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სრული ბიოგრაფიატრენინგი და აღიარება
- 2024ფელოუშიფი: Edgewood Surgical Hospital, პენსილვანია, აშშ
- 2025ფელოუშიფი: Dr. Jonathan Yerasimides, ლუისვილი, კენტუკი, აშშ
- 2025Ronald Burkle Fellowship: Anterior Hip Foundation-ის საერთაშორისო გრანტი
- 2025Med Award: ნომინაცია „ინოვატორი ორთოპედ-ტრავმატოლოგი“
- 2026EAHM Travelling Fellowship: ევროპის წამყვანი ორთოპედიული ცენტრები
- BAU International Hospital, ბათუმი
- Anterior Hip Foundation
- European Anterior Hip Meeting
- Edgewood Surgical Hospital, აშშ · Dr. Ryan Molli
- Landmark Surgical Suites, აშშ · Dr. Jonathan Yerasimides
- Schulthess Klinik, ციურიხი · Professor Michael Leunig
- EOS Clinique du Sport, პარიზი · Dr. Frédéric Laude
- Hôpital Erasme, ბრიუსელი · Dr. Marc Jayankura
- SWLEOC, ლონდონი · Dr. Richard Field
- Whole Health Orthopedic Institute, აშშ
- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
შემდეგ რა
გამოჯანმრთელება დღიდან დღემდე
ყველაზე ხშირი კითხვა კონსულტაციაზე არის „რამდენ ხანში დავდივარ ნორმალურად“. აი, როგორ მიმდინარეობს ჩვეულებრივ.
ოპერაციის დღე
ეტაპი 1 / 7
გააქტიურება ოპერაციიდან რამდენიმე საათში. პაციენტების უმეტესობა ფიზიოთერაპევტთან ერთად დგება ფეხზე და დგამს პირველ ნაბიჯებს დამხმარე ჩარჩოთი.
1 დღე
ეტაპი 2 / 7
სიარული პალატაში და დერეფანში, პირველი სავარჯიშოები. ინექციური ტკივილგამაყუჩებლებიდან გადასვლა აბებზე.
2 დღე
ეტაპი 3 / 7
გაწერა ჩვეულებრივ ხდება ამ დროისთვის: როცა დამოუკიდებლად დადიხართ, ადიხართ კიბეზე და ტკივილი აბებით იმართება.
1 კვირა
ეტაპი 4 / 7
სიარული სახლში და ეზოში, დისტანციის თანდათანობითი ზრდა. მოკლე მონაკვეთები ხშირად სჯობს ერთ გრძელს.
2 კვირა
ეტაპი 5 / 7
პირველი საკონტროლო ვიზიტი: ნაკერების მოხსნა, რენტგენი და ანალიზები. ამის შემდეგ, როგორც წესი, დამხმარე ჩარჩოს ნაცვლად ხელჯოხით იწყებენ სიარულს. ზოგს ჩარჩო სამ კვირას სჭირდება.
6 კვირა
ეტაპი 6 / 7
დაბრუნება ჩვეულ ყოველდღიურობაში. ჩვეულებრივ ამ პერიოდში ხდება საჭესთან დაბრუნება და მჯდომარე სამუშაოს განახლება.
3 თვე
ეტაპი 7 / 7
დატვირთვის სრული აღდგენა ექიმთან შეთანხმებით. ტკივილი ჩვეულებრივ აღარ არის ან მინიმალურია.
ეს ვადები ჩვეულებრივი მიმდინარეობისთვისაა და არა დაპირება. ყოველი პაციენტის გამოჯანმრთელება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ასაკზე, თანმხლებ დაავადებებზე და საწყის მდგომარეობაზე.
საოპერაციო პაციენტის გზა (დააჭირეთ)მომზადება · ოპერაციის დღე · გამოჯანმრთელებაგამოჯანმრთელება დაწვრილებითვიდეო
საგანმანათლებლო სერია
ცხრა ვიდეო, თითოეული ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხობს. ვრცელი ტექსტი იმავე თემაზე შესაბამის გვერდზეა. ტექსტს კითხულობს Google, ვიდეოს შიგთავსს კი ვერცერთი ვერ ხედავს.
- საიდან იწყება ყველაფერიროგორ ვითარდება ართროზი
- ხშირი აღრევაგანსხვავება ართროზსა და ართრიტს შორის
- რა ხდება, როცა ელოდებიროგორი გავლენა აქვს ორგანიზმზე ტკივილს
- გულახდილი პასუხიშეიძლება თუ არა ართროზის განკურნება
- მკურნალობის საფეხურებიროგორი გავლენა აქვს მკურნალობას ართროზის დროს
- რას აღწევს კონსერვატიული გზარა გავლენა აქვს კონსერვატიულ მკურნალობას ართროზულ სახსარზე
- მოძრაობა, როგორც მკურნალობავარჯიშისა და რეაბილიტაციის გავლენა ართროზულ სახსარზე
- როდის ხდება ტკივილი ჩვენებაროდის ხდება სახსრის ჩანაცვლება საჭირო
- რისგან შედგება იმპლანტიპროთეზის ტიპები
პაციენტების ისტორიები
ვიდეო გამოხმაურებები და წერილობითი ისტორიები პაციენტებისგან. ყველა მასალა ქვეყნდება წერილობითი, ხელმოწერილი თანხმობით, გამონაკლისის გარეშე.
გამომყევით
სახსრებზე მოკლედ, სოციალურ ქსელებში
მოკლე ვიდეოები, რჩევები და პასუხები პაციენტების კითხვებზე. აირჩიეთ ქსელი, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია.
გადაწყვეტილება
ვარ თუ არა კანდიდატი?
თუ დარწმუნებული არ ხართ, გჭირდებათ თუ არა ოპერაცია, დაიწყეთ კონსულტაციით. კონსულტაციაზე ვნახავთ რენტგენს, გავარკვევთ, რა ეტაპზეა სახსარი, და ერთად გადავწყვეტთ, რა არის შემდეგი ნაბიჯი: კონსერვატიული მკურნალობა, დამატებითი გამოკვლევა თუ ოპერაცია.
ონლაინ ვერცერთი კითხვარი ვერ ცვლის ექიმის კონსულტაციას და ვერ სვამს დიაგნოზს.
კონტაქტი
ჩაწერა და კონტაქტი
აირჩიეთ თავისუფალი დღე და საათი კალენდარში, დარეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ით.
- მისამართი
BAU International Hospital
პ.ბაგრატიონის ქუჩა N143, ბათუმირუკაზე ნახვა- მიღების საათები
- ორშაბათიდან პარასკევამდე, 12:00-დან 17:00-მდე
რენტგენის სურათი გამომიგზავნეთ WhatsApp-ით ამ ნომერზე. საიტზე ფაილის ატვირთვა შეგნებულად არ კეთდება. სამედიცინო გამოსახულება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია.
